ახალი ამბები
ბოჟამელების მზადება ზამთრისთვის
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბოჟამში ზამთრისთვის კვლავ შეშას აგროვებენ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების პროგრამა სრულყოფილად ვერ ხორციელდება

2015 წლის ბოლოს დამტკიცებული სასმელი წყლის პროექტიც ჯერ არ დასრულებულა.

ჭაბურღილის გაკეთებას ხელი იმ გარემოებამ შეუშალა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჯერ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუშაობს.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილის გაკეთების შემდეგ სოფლის შიდა გზებიც მოწესრიგდება.

ადგილობრივი მცხოვრები ზიზილო გამხიტაშვილი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 55 წლის წინ, აპირებდნენ ასფალტის დაგებას.

,,მე მცხეთის რაიონიდან ვარ. როდესაც ჩემ მომავალ მეუღლეზე დავინიშნე, მაშინ აქ ყოფნისას მითხრა, რომ მალე ასფალტს დააგებენო. იმის მერე 55 წელი გავიდა და სადაა ასფალტი?" - აცხადებს ზიზილო გამხიტაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები