ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარედ 10 სოფელში ჭაბურღილის მშენებლობა სრულდება
2016 წლის ნოემბერს გამყოფი ხაზის მიმდებარე 10 სოფელში ჭაბურღილების მშენებლობა დასრულდება.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

მინისტრმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მასთან ერთად, მხარის გუბერნატორი, იოსებ ოქრომელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ამ სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკები. 

მისთვის საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 11 ათასზე მეტი ადამიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა აღნიშნულისა, დელეგაციის წევრებმა კასპში მშენებარე სპორტკომპლექსი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მშენებარე საავადმყოფოც მოინახულეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები