ახალი ამბები
ქალაქ გორში სუფთა ჰაერია - ექსპრეს ლაბორატორიის დასკვნა
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ლაბორატორიული ხელსაწყოების მეშვეობით დაადგინეს, რომ ქალაქი გორი ჰაერის სისუფთავით გამოირჩევა.

დღეს სპეციალისტები მოსახლეობას შეხვდნენ და დაბინძურების მაჩვენებლის დადგენა მათთან ერთად განახორციელეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, გორში, ავტოსადგურის მომდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ექსპრეს-ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გარემოს მონიტორინგის დაბინძურების შედეგები მოსახლეობას და მედიას წარმომადგენლებს ადგილზე გააცნო.

სპეციალისტებმა ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის შესაბამისობა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა განსაზღვრეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო - სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები