ახალი ამბები
გორის რაიონის საბავშვო ბაღების გამგეებს და პედაგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდები ჩაუტარდებათ
გორის რაიონის საბავშვო ბაღების გამგეებს და პედაგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდები ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა აცნობეს.

გამოცდებამდე, 90 თანამშრომელი ორდღიან ტრენინგს გაივლის. ტრენინგების შემდეგ, იმ პირებს, რომლებიც გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ, სერთიფიკატი გადაეცემათ.

ჯერჯერობით, უცნობია, ამ სერთიფიკატის მომავალი დანიშნულება.

გამგეები და პედაგოგები სამ ჯგუფად დაიყოფიან. თითო 30 კაციან ჯგუფს სპეციალისტი ნელი ჭამპურიძე ტრენინგს თემაზე : თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ განათლებაში" ჩაუტარებს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას 2400 ლარს გადაუხდიან. ამ თანხაში ,,კოფე-ბრეიკი" და სადილი შედის.

დოკუმენტაციის მიხედვით, 30 კაციან ჯგუფს სადილად, 5 ხაჭაპური, 5 ლობიანი და 3 წვენია გათვალისწინებული. ტრენინგის ხანგრძლოვა დღეში 7 საათია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები