ახალი ამბები
ბერშუეთში კერძო მეწარმეებისთვის გამგეობა ჭაბურღილს აკეთებს
სოფელ ბერშუეთის სიახლოვეს მდებარე მიწის ნაკვეთებში ახალი ჭაბურღილი კეთდება.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 27 954 ლარია მითითებული, რაც იმაზე მეტად იაფია, ვიდრე სოფლის საერთო სარგებლობისთვის საჭირო ჭაბურღილის ღირებულება (50-60 ათასი ლარი).

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, სასმელი წყლის ახალი სისტემა 10 ოჯახის საწყისი ბიზნესსაქმიანობის ხეშეწყობის მიზნით მზადდება.

ტერიტორია უკვე შერჩეულია და ის ადგილობრივ მცხოვრებს ილია წიკლაურს ეკუთვნის.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელთ არსებული ინდმეწარმე ,,გაბრიელ ჭინჭარაულის" მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, ჭაბურღილი 10 ოჯახს ერთობლივი ბიზნესის წამოსაწყებად ჭირდება.

დასკვნაში ვკითხულობთ:

,,სოფელ ბერშუეთში მცხოვრები 10 ოჯახის ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად გაერთიანებული ჯგუფის დირექტორის ი. წიკლაურის და ჰიდროგეოლოგ გ. ჭინჭარაულის თანამონაწილეობით ჩატარდა ი. წიკლაურის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერება.

მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ჭაბურღილი განთავსებულიყო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში საიდანაც ჭაბურღილიდან მიღებული მიწისქვეშა წყლის მოსარწყავად გამოყენება
მოსახერხებელი იქნება.

ფონდური და ლიტერატურული მასალების განხილვის შემდეგ გვაქვს საფუძველი ავღნიშნოთ, რომ წყალზე მოთხოვნა 2,8 ლ/წმ ანუ 10,0 მ3/სთ-ში დაკმაყოფილებული იქნება.

უბნის ჰიდროგეოლოგიური პირობების და მის მიდამოებში ადრეულ წლებში გაბურღული ჭაბურღილების მონაცემების გათვალისწინებით ჭაბურღილის სიღრმე განისაზღვრა 65 მეტრით.

საორიენტაციო პიეზომეტრიული დონე 14 მ. საპროექტო დებიტი 10,0 მ3/სთ-ში. ჭაბურღილი იქნება საექსპლუატაციო დანიშნულების. "- აღნიშნულია დასკვნაში.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები