ახალი ამბები
საკორინთლოში აბრევულას არხის გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში სოფელ აბრევთან დამაკავშირებელი არხის გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება.

ამის გამო კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიუჯეტიდან 2 800 ლარი გამოყო.

გამგეობის ცნობით, დარჩენილია მხოლოდ 120  მეტრი სიგრძის მონაკვეთი, რომლის გაწმენდას ერთერთი კომპანიის მუშები ხელით განახორციელებენ.

აღნიშნული არხის გასუფთავება 2016 წლის აგვისტოში დაიწყო.

არხი სათავეს ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, სოფელ აბრევიდან იღებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები