ახალი ამბები
კოსტა ხეთაგუროვის 157 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – “კოსტაობა 2016” გაიმართა
2016 წლის 15 ოქტომბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის 157 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული – “კოსტაობა 2016” გაიმართა.

კოსტა ხეთაგუროვის იუბილე ტრადიციულად აღინიშნება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივით.

“კოსტაობაზე” სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით, საზეიმო კონცერტი, ასევე, ჭიდაობა და დოღი გაიმართა. მოეწყა ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები