ახალი ამბები
მერიის თანამშრომლებს ელექტრონულ საქმის წარმოებაში ტრენინგები ჩაუტარდებათ
მერიის თანამშრომლებს ელექტრონულ საქმის წარმოების კუთხით ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

სასწავლო პროცესს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში უზრუნველყოფს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მათი ტრენერები.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“.

პროექტი, მერიაში, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემების დანერგვას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მუნიციპალური სერვისებით შეუფერხებელ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტი მიზანია, მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა შეფერხებების გარეშე, სწრაფად და კომფორტულად ისარგებლონ ისეთი მუნიციპალური მომსახურებებით, როგორიცაა ფულადი სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვები, ქონების პრივატიზაცია, მიწის ლეგალიზაცია და ა.შ.

გარდა ამისა, მერიის თანამშრომლები ორკვირიან სწავლების პროცესს საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში გაივლიან, ხოლო რამდენიმე სპეციალისტს ინტენსიური ერთკვირიანი ტრენინგი დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ჩაუტარდებათ.

პროექტში „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ მონაწილეობას იღებს 9 საპილოტე მუნიციპალიტეტი, ესენია: ქარელი, ხაშური, ახმეტა, ყვარელი, ხობი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, მცხეთა და ქალაქი გორი.

ამ პროექტის დასანერგად, ცხრავე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს სამი მიმართულებით: საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ საქმისწარმოებაში და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები