ახალი ამბები
თემურ ხუბულური აძვის, ახალუბნის ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა (R)
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში“ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: აძვის, ახალუბნის ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველეს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ საქართველოს უკეთესი მომავლის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის და სულ მოკლე დროში ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 8 ოქტომბრის არჩვნები , ეს იყო დემოკრატიის ნიმუში. ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება. მე დარწმუნებული ვარ 30 ოტომბერს ჩანიშნული საპარლემენტო არჩვნების მეორე ტურის დემოკრატიის ხარისხი კვლავ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს და თითოეული ამომრჩევლის ხმა სათანადოდ იქნება დაცული.

2012 წლიდან ჩვენი ქვეყანა ევოლუციურ განვითარებას განიცდის . დღეს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მკვეთრად შემცირდა უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი და რაც ყველაზე მთავარია სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამინის სიტყვისა და აზრის თავისუფლებას. 2020 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უკეთეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. „ განაცხადა“ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური
Print

სტატიის გამოყენების პირობები