ახალი ამბები
სამთავისში სოფლის პროგრამით მოსაცდელი შენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მოსაცდელი შენდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

საერთო კრების გადაწყვეტილებით, სამთავისელებმა მოსაცდელის გაკეთება გადაწყვიტეს.

მოსაცდელის მშენებლობას შპს "საქმიანი ეზო თაზო" ახორციელებს, რომელზეც 4 324 ლარი დაიხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები