ახალი ამბები
მხარის რწმუნებული მიქელწყაროსა და აღაიანში ჩავიდა
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე კასპის მინიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად სოფლების, მიქელწყაროსა და აღაიანის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათგან განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში ჩატარებულმა გაზიფიცირებისა და გამრიცხველიანების სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი ყოველდღიური ცხოვრება.

მხარის რწმუნებული არსებული ვითარებითაც დაინტერესდა, რომლის შესახებაც მაცხოვრებლებისგან ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. საუბრისას წამოიჭრა სოფლებში არსებული რამდენიმე პრობლემა, რომლებიც გუბერნატორის თქმით უმოკლეს ვადებში ეტაპობრივად იქნება მოგვარებული.

,,მოსახლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, ამით საშუალება ეძლევათ როგორც მათ, ისე ჩვენ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ერთობლივად მოვახდინოთ საჭიროებების დადგენა და განვსაზღვროთ მათი გადაწყვეტის ეტაპები. მნიშვნელოვანია,რომ თითოეული დახარჯული თეთრი მოსახლების კეთილდღეობაზე აისახოს და მათი მოთხოვნისამებრ განიკარგოს. იმასაც ავღნიშნავ, რომ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში“. - აღნიშნა გუბერნატორმა.

სოფლების მოსახლეობა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს და მუნიციპალიტეტის გამგებელს, სოფლებთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ თანამშრომლობას დაპირდა.

R
Print

სტატიის გამოყენების პირობები