ახალი ამბები
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით სოფელ აბანოში ახალი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს
გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აბანოში ახალი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

სააღმზრდელობლო დაწესებულების რეაბილიტაციაზე თანხა, თანამონაწილეობით, ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

საბავშო ბაღი გათვლილია, როგორც აბანოში მცხოვრებ ბავშვებისთვის, ასევე, მეზობელ სოფელ კოდასა და საციხურაში მცხოვრებ აღსაზრდელებზე.

ამჟამად, დაწესებულებაში 30 აღსაზრდელი დაყავთ.

ბოლო მონაცემებით, სოფელში 380-მდე ადამიანი ცხოვრობს. 1715 წელს რუისის საეპისკოპოსოს აღწერის დავთრით აქ 31 კომლს უცხოვრია.  1798 წლის 18 სექტემბრით დათარიღებული ერთ-ერთი განჩინებიდან, რომელიც დავითიშვილების გაყრის საქმეს ეხება, ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა 80 წელიწადში ხუთ კომლამდე შემცირებულა. ქართლ-კახეთის 1799 წლის აღწერის მასალების მიხედვით კი ირკვევა, რომ სოფელში საუკუნის ბოლოს უკვე აღარცერთი კომლი არ ცხოვრობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები