ახალი ამბები
ხაშურის მუზეუმში ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პირადი წერილები გამოფინეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების პირადი წერილები გამოფინეს.

მუზეუმის წარმომადგენლი ცნობით, შენობაში საინტერესო მასალებია დაცული.

აღნიშნული გამოფენა იმ ლექცია-სემინარს დაემთხვა, რომელიც დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ გახსნა თემით:  „ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ეპისტოლარული მემკვიდრეობის ნიმუშები" 

,,ისტორიკოსმა საინტერესოდ მიმოიხილა წერილის მნიშვნელობა, როგორც ისტორიული ფაქტების დადგენის, ისე ეპოქისა და ადამიანების ნიშან-თვისებების შესწავლის თვალსაზრისით." - აღნიშნავენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მათი ცნობით, ლექციაზე საუბარი შეეხო მუზეუმში დაცულ, დიმიტრი უზნაძის, შალვა ნუცუბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ბარბარე ბატონიშვილის წერილებს.

ასევე, გამოიფინა მიხეილ მამულაშვილის პირადი წერილები ექიმ დიმიტრი მაჩაბლისადმი, რომლის დათვალიერება საგამოფენო დარბაზში ამჟამადაა შესაძლებელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები