ახალი ამბები
ხაშურში ვალერი გელაშვილის მხარდასაჭერად ახალგაზრდებმა აქცია გამართეს
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვალერი გელაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.

პარტია ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ხაშურის ქუჩები ფეხით მოიარეს.

,,ახალგაზრდებო, ძალა ჩვენშია" - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ისინი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ და გელაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწობდნენ.

ერთერთ ნახატზე აღნიშნულია, რომ ბიზნესმენმა კანდიდატმა ეკლესია ააშენა.

ხაშურში 30 ოქტომბერს საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველ ტურში გელაშვილმა ხმათა მხოლოდ 20,11% მიიღო, ხოლო ,,მრეწველების" კანდიდატიმა სიმონ ნოზაძემ 31,95%.






Print

სტატიის გამოყენების პირობები