ახალი ამბები
ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ხაშურში ქალმა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, შემთხვევა პირად მოტივებს უკავშირდება.

ორივე მათგანი ხაშურის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. ქალი აფთიაქში, ხოლო მამაკაცი ბაზარში ფეხსაცმლის გამყიდველია.

ხაშურში ბაზარში მომუშავეთა ნაწილისთვის ცნობილია, რომ მამაკაცი ქალს სისტემატიურად აწუხებდა, რასაც სატელეფონო ჩანაწერები, სმს-ების სახით, დაადასტურებს.

მამაკაცს დანით მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნება და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები