ახალი ამბები
უფლისციხეში ტურისტული გამოფენა-ბაზრობა მოეწყობა
ისტორიულ ქალაქ უფლისციხეში ტურისტული გამოფენა-ბაზრობა მოეწყობა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურისტული ცენტრიდან აცნობეს.

ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება კვირას, 23 ოქტომბერს 14 საათზე დაიწყება და სამი საათი გაგრძელდება.

ორგანიზაციის თანამშრომლები მუზეუმის ტერიტორიაზე უკვე მუშაობენ, აწყობენ მაგიდებს, ხოლო შესასვლელი ნაწილი დეკორაციებით ირთვება.

რა სახის მატერიალურ-კულტურულ მასალებს გამოფენენ მუზეუმში, დეტალები ჯერჯერობით არაა ცნობილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები