ახალი ამბები
გამგეობის თანამშრომლები მაჟორიტარ კანდიდატს სასტუმროში შეხვდნენ
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვალერი გელაშვილს გამგეობის თანამშრომლები სასტუმროში შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი არ ესწრებოდა.

ვალერი გელაშვილის განცხადებით, გამგებელი საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული და შეხვედრას ამიტომ არ დაესწრო.

გურასპაშვილის თქმით კი, ვალერი გელაშვილთან იდეალური ურთიერთობა აქვს, ხოლო ჟურნალისტებმა თავიანთ საქმეს მიხედონ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან საუბარში ადასტურებს, რომ მათგან მან მხარდაჭერა მოითხოვა.

ხაშურში 30 ოქტომბერს საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველ ტურში გელაშვილმა ხმათა მხოლოდ 20,11% მიიღო, ხოლო ,,მრეწველების" კანდიდატიმა სიმონ ნოზაძემ 31,95%.

პირველ რაუნდში მარცხის გამო ვალერი გელაშვილი მუნიციპალიტეტის გამგებელს ადანაშაულებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები