ახალი ამბები
ქვახვრელის საბავშვო ბაღი არ მუშაობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში საბავშვო ბაღი არ მუშაობს.

ამის მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გახდა.

საბავშვო ბაღების გაერთიანების პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, ელექტროენერგიის გადახდა ვერ ხერხდება.

,,წერილი გაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში იმის შესახებ, რომ ქონება მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცეს. ველოდებით პასუხს. როგორც კი, ქონება გამგეობის ბალანსზე გადავა, მუშაობა აღდგება" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

საბავშვო ბაღისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მიმდინარე სეზონზე შეწყდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები