ახალი ამბები
ცხინვალში სამხედრო მოსამსახურემ გამომძიებელს ესროლა
ცხინვალში სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ ხაჩიროვი დააკავეს.

დე-ფაქტო მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულს მილიციის კრიმინალური განყოფილების გამომძიებლის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოები ,,კავკაზსკი უზელი" და ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მილიციის თანამშრომელს თეიმურაზ მედოევს ხაჩიროვმა სამჯერ ესროლა. მედოევმა ხაჩიროვისთვის ხელის გადაგხრეხვა მოახერხა და დააკავა.

,,ეს მოხდა 22 ოქტომბერს დაახლოებით დილის შვიდ საათზე. სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ ხაჩიროვი ჯავის ქუჩაზე თეიმურაზ მედოევის გამოსვლას ელოდებოდა, მედოევი აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობს. შემთხვევაც ამ დროს მოხდა" - იუწყება დე-ფაქტო მთავრობის პროკურატურა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები