ახალი ამბები
მეჯვრისხევთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მკვიდრი მალხაზ ლეჟავა დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

1973 წელს დაბადებული მამაკაცი ცხინვალის იზოლატორში 22 ოქტომბერს გადაიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეს  ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება ბრალად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები