ახალი ამბები
გოსტიბეს გზის მშენებლობა დაიწყო (Photo)
კურორტ გოსტიბემდე მისასვლელი 14,5 კმ-იანი გზის მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო - სამონტაჟო საექსპლოატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალმა“ უკვე დაიწყო.

გზის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გოჩა გოჩიტაშვილმა დაათვალიერა.

გოსტიბე - ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება 625 525 ლარია და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსდა.

გოსტიბე კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში მდებარეობს, მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე; ზღვის დონიდან 1550 მეტრზე.

დასახლებას სოფლის სტატუსი დაუბრუნდა 1980 წლის 11 სექტემბერს. ბოლო მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 45 ადამიანი.













Print

სტატიის გამოყენების პირობები