ახალი ამბები
ძარის ხეობაში გამართულ დოღზე ყორნისელმა მოჯირითემ გაიმარჯვა
პირველი ადგილის პრიზი ყორნისელმა, 16 წლის ასლან ფილიევმა მოიპოვა, მეორე ადგილი გორეთელმა, ხოლო მესამე ადგილი კვაისელმა მოჯირითეებმა დაიკავეს.

ყოველწლიური შეჯიბრი ძარას ხეობაში სოფელ მარალეთთან გაიმართა და მასში ცხინვალის რეგიონის თითქმის ყველა რაიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

16 წლის ასაკის მონაწილეები დე-ფაქტო მთავრობის ხუთივე რაიონიდან ჩავიდნენ.

დოღს ორგანიზებას ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის ახალგაზრდული პოლიტიკის თავმჯდომარე რენეტ კაბულოვი უწევდა, რომელიც ოსურ საინფორმაციო საშუალებებით უძველეს ტრადიციებზე საუბრობს.

მისი თქმით, როდესაც ოსი მამაკაცი იღუპებოდა, მას საკუთარ ცხენთან ერთად მარხავდნენ.

,,მამაჩემი მას შემდეგ დაიკარგა, რაც ქართველმა მის ცხენს ესროლა. მოგვიანებით მისმა ძმამ ეკლესია გაარემონტა, რომელიც აქვე ახლოს მდებარეობს. ამიტომ დოღისთვის ამ ადგილის შერჩევა ყველაფერზე მეტყველებს" - განუცხადა ოსურ საინფორმაციო საშუალებებს კაბულოვმა.

დოღი ძარის ხეობაში 2010 წლიდან იმართება. 

ფოტოზე: ზნაურის რაიონის სოფელ ყორნისის (ყოფილი ოქონას) მცხოვრები ასლან ფილიევი

Print

სტატიის გამოყენების პირობები