ახალი ამბები
სინაგური-ქარზმანის გზის მშენებლობა 15 ნოემბერს დასრულდება
სინაგურა-ქარზმანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 15 ნოემბრისთვის დასრულდება.

ამის შესახებ ცხინვალის დე-ფაქტო  ხელისუფლების პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის ორდღიანი ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

თიბილოვის თქმით, ჯავის რაიონის სოფლებთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა მოსახლეობას შორის მიმოსვლას გაუადვილებს.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამუშაოები რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით წარმოებს და დაახლოებით 370 მლნ ლარი იხარჯება.

ქარზმანი და სინაგური ჯავის რაიონში მდებარეობს და საჩხერის რაიონს ესაზღვრება. გზის სიგრძე 10.5 კმ-ია.

ცხინვალს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ორი დღით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან გზის მშენებლობაც დაათვალიერა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები