ახალი ამბები
ქარელში გიგი ადამაშვილის კონცერტი გაიმართა
ქარელის კულტურის ცენტრში ახალგაზრდა მომღერლის გიგი ადამაშვილის კონცერტი გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გიგი ადამაშვილი ტურნეს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს და პირველი კონცერტი ქარელში გამართა.

„ემოციებს ვერ ვმალავ... ეს იყო საოცარი კონცერტი, ნამდვილი, ღირსეული დასაწყისი! ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მოვიდა ჩემთან, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!“-ასე მიმართა მომღერალმა თავის მსმენელს.

პროექტ ,,იქს ფაქტორის" მონაწილემ ქარელელებისთვის 15 სიმღერა შეასრულა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები