ახალი ამბები
გრაკალთან თევზაობისას 21 წლის ბიჭი მტკვარში დაიხრჩო
სოფელ გრაკალთან  21 წლის ბიჭი  მდინარე მტკვარში დაიხრჩო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უბედური შემთხვევა გუშინ 25 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თევზაობდა და წყლის დინებამ გაიტაცა.

გარდაცვლილი დღეს დილით სოფელ მეტეხთან იპოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები