ახალი ამბები
გორის მერიას 12 კომპიუტერი აჩუქეს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გორის მერიას კომპიუტერები გადასცეს.

12 ერთეული ტექნიკის ჩუქება სსიპ-ს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტს სულ 167 ერთეული კომპიუტერი და 78 ერთეული პრინტერი გადაეცემა.

საპილოტედ ის მუნიციპალიტეტები შერჩა (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ და ბათუმი) სადაც ამ ეტაპზე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულ ფორმით გაიცემა.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული სისტემის მეშვეობით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურეობის ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.

აქტივობა ხორციელდება პროექტის „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების მიწოდების გზით“ ფინანსური მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები