გორის მე-4 და მე-13 საბავშვო ბაღებიდან დევნილები გაიყვანეს.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ოჯახებს კომპენსაცა
გადაუხადეს.
აღნიშნული ბაღების შენობების ნაწილი 2008 წლის ომის შემდეგ დევნილებს
ეკავათ.
,,გამოთავისუფლებული ფართს ახლა ვარემონტებთ, რაც საშუალებას მოგვცემს
ბავშვებს დავუბრუნოთ სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო სტანდარტებით
გათვალისწინებული პირობები.“- აცხადებს გორის მერი ზურაბ
ჯირკველიშვილი.
ბაღებში მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 500 ლარით
ფინანსდება და 2017 წლის 30 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც
აღნიშნული ბაგა-ბაღები სრული დატვირთით შეუდგებიან მუშაობას.
სტატიის გამოყენების პირობები