29 ოქტომბერს, 12 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის ბავშვებს
სპორტულ ინვენტარს გადასცემენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის
პრეს-ცენტრიდან აცნობეს.
სპორტული ინვენტარის გადაცემა ჭალის დასახლებაში მინისტადიონზე
განხორციელდება. ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან
კობიაშვილი დაესწრება.
ინვენტარს სპორტსკოლას ფეხბურთის ფედერაცია ჩუქნის.
სტატიის გამოყენების პირობები