მდინარე ტანას ხეობაში სოფელ ბოშურამდე ახალი საავტომობილო გზა
დაიგება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 10
კმ მანძილზე განხორციელდება.
,,საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10
კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის
ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მონაკვეთის
პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,
პარალელურ რეჟიმში განხორციელდება." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 მლნ 728,552.96 ლარია იქნება.
პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა. სატენდერო წინადადებების
წარმოდგენის ვადა კი, 25 ნოემბერს იწურება.
ფოტო, ნინო კალანდია
სტატიის გამოყენების პირობები