ახალი ამბები
სოფელ სობისში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ცემეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისის საარჩევნო უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ალბერტ მერებაშვილი ცემეს.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგი პარტიის გორის ოფისში ცოტა ხნის გაიმართა.

მერებაშვილის განცხადებით, სობისის საარჩევნო უბანზე მას ,,ქართული ოცნების" წამომარგენელი კობა ბერიანიძე სხვა პირებთან ერთად  ფიზიკურად გაუსწორდა.

ტალახში ამოსვრილი მერებაშვილი სოფლიდან პირდაპირ პარტიის შტაბში გადაიყვანეს.

ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება სხეულზე, ძირითადად, თავის არეში.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ ტურში აღნიშნულ უბანზე ,,ნაციონალური მოძრაობამ" მოიგო.

,,მივედი საარჩევნო უბანზე. მანქანიდან გადმოვედი. მოვიდა ჩემთან კობა ბერიძე და მთხოვა, რომ მანქანაში ჩავჯდომოდი, იქ დაიწყო შეურაცხმყოფელი სიტყვები. მეუბნებოდა, რატომ ვაქტიურობდი. მანქანაში დაწყებული საუბარი შემდეგ მანქანის გარეთ გაგრძელდა. მითხრა მეცოცხე ხარო, პირველი დამარტყა კობა ბერიძემ. 10-15 ადამიანი იყო. თითოეული მათგანი იღებდა მონაწილეობას ცემაში. ეს მოჰყვა ჩემ უშუალო დანახვას, ასევე, იმ ადამიანების დანახვას, რომლებიც მოდიოდნენ უბანზე. მე პირველად ვნახე კობა ბერიძე ჩემ ცხოვრებაში. ჩემ ოჯახში იყვნენ მისულები წარმომადგენლები და მეძებდნენ. მე მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე." - აცხადებს ალბერ მერებაშვილი.

სოფელი სობისი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ თემში შედის. მისი მაჟორიტარი წარმომადგენელია საკრებულოში კობა ბერიაძე. კობა ბერიანიძე ასევე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეა.

,,ქართული ოცნება" სობისში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები