ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენებს ,,ნაციონალების" წარმომადგენელი წინასწარ აგროვებდა
ქალაქ კასპის 33-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი ციალა კავთიაშვილი საარჩევნო ბიულეტენებს საერთო შეკვრიდან წინასწარ აგროვებდა.

ამის გამო სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

იმ დროს, როდესაც უბანზე ამომრჩეველიც კი არ იმყოფებოდა, საუბნო კომისიის წევრი მოქალაქეებისთვის გადასაცემ ბიულეტენებს შეკვრიდან ხევდა.

საუბნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დარღვევა გამოსწორებულია.

ციალა კავთიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები