ახალი ამბები
კასპის საოლქო საარჩევნო კომისია 15:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს
15:00 საათის მონაცემებით კასპში რეგისტრირებულ 42 573 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება 11 018 - მოქალაქემ (25,88% ) გამოხატა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის საოლქო საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

მანამდე, დილის 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 12,6% %-იანი აქტივობა იყო დაფიქსირებული.

კასპის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იმართება. საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ,,ქართული ოცნებიდან" ირაკლი მეზურნიშვილი, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ნონიაშვილი იბრძვიან.

პირველ ტურში კასპის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობა კი 22 207 მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო მაჩვენებლის 52.18 %-ი იყო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ირაკლი მეზურნიშვილმა ხმების 45,66% (9 677 ამომრჩევლის ხმა) მიიღო, ხოლო ნუგზარ ნონიაშვილმა - 22,9 % ( 4 854 ამომრჩევლის ხმა)
Print

სტატიის გამოყენების პირობები