ახალი ამბები
15:00 ქალაქ გორში აქტივობა 14%, რაიონში - 24,1%
15 საათის მონაცემებით, ქალაქ გორის საარჩევნო უბნებზე, სადაც 50 395 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 7 070 ამომრჩეველი მივიდა.

ცესკოს მონაცემებით, აქტივობამ 14-%-ი შეადგინა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 12 საათიდან 15 საათამდე, ქალაქ გორის უბნებზე, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 621-დან  7 070-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება რაიონს, აქტიურობა აქ, შედარებით, გაიზარდა.

12 საათიდან 15 საათამდე ამომრჩეველთა აქტიურობა  5 851-დან  12 047-მდე ავიდა, რამაც საერთო ამომრჩევლის 24,1% შეადგინა.

რაიონში  ჯამში 49 983 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები