ახალი ამბები
17:00 ხაშურში ამომრჩეველთა აქტივობა 33,65%
17 საათის მონაცემებით, ხაშურში რეგისტრირებულ 50 001 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება 16 828-მა ამომრჩეველმა გამოხატა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიიდან მიაწოდეს.

კომისიის წარმომადგენლის ცნობით, ბოლო ორ საათში აქტივობა 6,22%-ით მოიმატა და 33,65%-ი გახდა.

ზუსტად ანალოგიურ დროს, პირველ ტურში, 17 საათზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია 18 677 ამომრჩეველს (37,77%-ს) ჰქონდა დაფიქსირებული.

რაც შეეხება დღევანდელი დღის დინამიკას, 15 საათის მონაცემებით, ხაშურში საარჩევნო უბანთან 13 716 (27,43% ) ამომრჩეველი მივიდა.

12:00 საათის მონაცემებით კი, 14,13%-იანი აქტივობა იყო.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი პარტიისა და „მრეწველების“ მაჟოროტარობის კანდიდატები უპირისპირდებიან.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა პირველ ტურში 20%, ხოლო მისმა კონკურენტმა სიმონ ნოზაძემ 31% მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები