ახალი ამბები
ხმების დათვლისას ტაშისკარსა და ქვიშხეთში ელექტროენერგია ხუთი წუთით გაითიშა
ხაშურის მუნიციპალიტეტის ორ საარჩევნო უბანზე - ტაშისკარსა და ქვიშხეთში ელექტროენერგია ხუთი წუთით გაითიშა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებმა აცნობეს.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლების ცნობით, სავარაუდოდ, დენის გათიშვა გაურესებულმა ამინდმა გამოიწვია.

აღნიშნულ პერიოდში სააჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ელექტოენერგიის მიწოდების შეფერხებას რაიმე დაძაბული ვითრება არ გამოუწვევია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები