ახალი ამბები
წინასწარი მონაცემებით, ხაშურში ვალერი გელაშვილი არჩევნებს აგებს
26 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში მრეწველების კანდიდატი სიმონ ნოზაძე იგებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით გახდა ცნობილი.

52 საარჩევნო უბნიდან 26 უბანზე სიმონ ნოზაძემ ხმების 62,6% აიღო.

კერძოდ, 26 უბნის მონაცემების მიხედვით:

სიმონ ნოზაძე - 5424 ხმა (62,6%)
ვალერი გელაშვილი - 3241 ხმა (37,4%)

საერთო ჯამში , ხაშურის უბანზე 50 001 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მონაწილეობა მიიღო 20 514 ამომრჩეველმა (41.03%)
Print

სტატიის გამოყენების პირობები