ახალი ამბები
ვალერი გელაშვილმა ხაშურში 23%-ით წააგო
ხაშურის 52 საარჩევნო უბნიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მეორე ტურში მხოლოდ 10 უბანი მოიგო.

ვალერი გელაშვილმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 7 748 (38,45%) ხმა, ხოლო მისმა კონკურენტმა პარტია „მრეწველებიდან“ სიმონ ნოზაძემ 12 405 (61,55%0 ხმა მიიღო.

რაც შეეხება აქტივობას, ხაშურის #43 მაჟორიტარულ ოლქში სულ 50 001 ამომრჩეველია, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში რეგისტრირებული ამომრჩევნების 41,03% მივიდა.


 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები