ახალი ამბები
ქარელის გამგებელი მიმდინარე წლის ანგარიშით წარსდგა
დღეს ქარელის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა.

დარბაზში შეკრებილ მოქალაქეებს და საჯარო მოხელეებს 2016 წელს გაწეული სამუშაოები გააცნო. 

აღნიშნულ პერიოდში ქარელის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 25 მლნ ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საზოგადოებას მოახსენა ყველა იმ ინფრასტრუქტურული,სოციალური და კულტურული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც განხორციელდა მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით, ასევე ისაუბრა 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამგებლმა აღნიშნა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება და ყველა იმ სოციალურ-კულტურული პროგრამის განხორციელება და ხელშეწყობა რჩება, რაც  ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

შიდა ქართლის გუბერნატორმა იოსებ ოქრომელიძემ გულიაშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა, რაშიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი დაეთანხმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები