ახალი ამბები
მერეთში 2 კმ სიგრძის სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია” გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მოეწყობა 2 კმ სიგრძის სარწყავი არხი და პროექტის ფარგლებში ოთხი სატუმბი სადგური აშენდება. 

ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა ისარგებლებს.

მოირწყვება დაახლოებით 185 ჰექტარი მიწის ფართობი. სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები