ახალი ამბები
თურქულის დაავადებაზე საქონლის შემოწმების ტარიფი განახევრდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ცხოველთა გამოკვლევა თურქულის დაავადებაზე (NSP ტესტი Elaisa მეთოდით) განახევრებული ტარიფითაა შესაძლებელი.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული პროცესი ცოცხალი პირუტყვის, მათ შორის, ცხვრის საექსპორტო ხარჯებს ამცირებს და ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს.

ხოლო, ტარიფის განახევრება ლაბორატორიული კვლევის მეთოდის ოპტიმიზაციის საფუძველზე მოხდა.

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მსგავსი სახის ცვლილებები პერმანენტულად მიმდინარეობს და მიზნად ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს. მეთოდის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს როგორც ცხოველთა დაავადებების კვლევის მიმართულებით, ასევე სურსათისა და მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებში." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

კვლევის მეთოდის ოპტიმიზაცია საერთაშორისო სტანადარტების დაცვით განხორციელდა.

ლაბორატორია ფლობს ხარიხსის მართვის სერტიფიკატს და მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია.

ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებისა და ტარიფების ჩამონათვალი იხ. მითითებულბმულზე: პრეისკურანტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები