ახალი ამბები
გორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდები აღარ ჩაუტარდებათ
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების პედაგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდები აღარ ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის სატენდერო კომისიამ უკვე მიიღო.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობამ, რაიონში მომუშავე 90 პედაგოგისთვის, მათ შორის, ბაღის გამგეებისთვის ორდღიან ტრენინგის  ჩატარება დააპირა.

ტრენინგების შემდეგ გამგეებს და პედაგოგებს სასერთიფიკაციო გამოცდები უნდა ჩაებარებინათ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა აღნიშნული ინფორმაცია 19 ოქტომბერს გაავრცელა.

28 ოქტომბერს სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულ ტრენერს სასერთიფიკაციო ტრენინგებისა და გამოცდების ჩატარებაზე უარი უთხრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ტრენერს, სატენდერო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის გამო, მისცეს დისკვალიფიკაცია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები