გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთში კერძო პირებისთვის
მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალ ჭაბურღილს აღარ მოაწყობს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის სატენდერო კომისიამ 24
ოქტომბერს მიიღო.
ახალი ჭაბურღილი კერძო პირებისთვის სოფლის მოშორებით მოსარწყავად უნდა
გაკეთებულიყო.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
წერდა, რომ ექსპერტიზის
დასკვნის მიხედვით, ტერიტორია შესაბამის მოთხოვნებს
აკმაყოფილებდა.
ტენდერი 18 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო 24 ოქტომბერს კომპანია ,,ენ ენდ
გრუფს" დისკვალიფიკაცია არასწორი დოკუმენტების გამო, მისცეს.
ახალი ჭაბურღილი კერძო პირის, ილია წიკლაურის ნაკვეთში უნდა
მოწყობილიყო. მასთან ერთად, 10 ოჯახი მცირე ბიზნესის განვითარებას
აპირებდა.
კონკრეტულად, რა ბიზნესზე იყო საუბარი, სატენდერო დოკუმენტაციაში და
გამგეობის გადაწყვეტილებაში არ ჩანდა.
ფოტო: სოფელი ბერშუეთი, ავტორი გოგიკო საყვარელიძე,
ჟურნალი ,,ტაბულა"
სტატიის გამოყენების პირობები