ქალაქ ცხინვალის ცენტრში ახალი ბაზარი გაიხსნა.
ოფიციალურ ცერემონიას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ
თიბილოვი და ცხინვალის მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
ხარებოვას ქუჩაზე ძველი ბაზრის მიმდებარედ ახალი სავაჭრო ცენტრის
რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
ბაზრის რეკონსტრუქცია ცხინვალის ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
2016 წლის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა.
ბაზრის დირექტორი მზია კორაევი ოსურ საინფორმაციო საშუალებებთან
ინტერვიუში აცხადებს, რომ ძველი ბაზარი შესაბამის სტანდარტებს არ
აკმაყოფილებდა.
ახალ სავაჭრო ცენტრში 120 მაგიდა განთავსდა, 30 მაგიდა შენობის
შიგნით, ხოლო დანარჩენი - გარეთ. მოვაჭრეები ფიქსირებულ გადასახადს
ყოველდღიურად 60 რუბლის ოდენობით გადაიხდიან.
სტატიის გამოყენების პირობები