ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა კირბალელი მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები ალიკა დოთიაშვილის დაკავების ფაქტს ცხინვალის მთავრობა ადასტურებს.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულის იდენტიფიკაცია მოახდინეს და დასაჯარიმებლად მასალები სასამართლოს გადასცეს.

50 წლის ალიკა დოთიაშვილი სოფლის განაპირას შეშის მოსატანად იმყოფებოდა. ის ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

ცხინვალის პროკურატურამ დაკავებულს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები