გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამ სტუდენტს კომპანია
,,სარაჯიშვილის" სახელობის სტიპენდია დაენიშნება.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის
ადმინისტრაციიდან აცნობეს.
სტიპენდიის დანიშვნის შესახებ უნივერსიტეტში კომპანიის წარმომადგენლის
დავით აბზიანიძის ვიზიტისას გახდა ცნობილი.
აღნიშნული სტიპენდია ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო
პროგრამის 3 წარჩინებულ სტუდენტს, 2017 წლის გაზაფხულის სემესტრიდან,
დაენიშნება.
დავით აბზიანიძე უნივერსიტეტს ცნობილი ქველმოქმედისა და ისტორიული
ფიგურის, მეცენატ დავით სარაჯიშვილის იუბილესადმი მიძღვნილ
ღონისძიებას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში კომპანიასა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას -
საგანმანათლებლო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას, სტუდენტთა
საზოგადოებრივი აქტივობის ხელშეწყობას, სააქციო საზოგადოებაში
მიმდინარე პროექტებში სტუდენტების ჩართვას, სტაჟირება-პრაქტიკის
ფორმატით, ითვალისწინებს.
5 წლის ვადით გაფორმებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს: უნივერსიტეტის
მხრიდან - რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა, სს „სარაჯიშვილის“ მხრიდან -
დავით აბზიანიძემ
გორის უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო ლიპარტელიანმა, დავით
სარაჯიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მოხსენება
წაიკითხა.
ამ დღის მნიშვნელობაზე გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა,
ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორმა
მარიკა შერაზადიშვილმა ისაუბრა.
სტატიის გამოყენების პირობები