ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში ახალი საბავშვო ბაღი
გაიხსნა.
რეაბილიტირებულ შენობაში კომუნიკაციები გამოიცვალა, ხოლო მოეწყო
ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის
სისტემები.
საბავშვო ბაღში ორი ჯგუფი მოქმედებს და, როგორც ბაღის გამგე აცხადებს,
50-60 ბავშვის მიღებაა შესაძლებელი. შენობა შეზუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.
აღმზრდელობით დაწესებულებაში 15 ადამიანი მუშაობს.
ოფიციალურ ცერემონიას შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე და
მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი დაესწრო.
ქარელის გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნული
პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 95 300 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოები
შპს „ახალი სამშენებლომ" შეასრულა.
სტატიის გამოყენების პირობები