ახალი ამბები
კასპში შშმ პირებს ახალი ეტლები გადასცეს
კასპში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადასცეს.

35 ადამიანს საჩუქარი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" წარმომადგენლებმა გაუკეთეს.

ეტლების გარდა, შშმ პირების ოჯახის წევრებს საჩუქრად ტანსაცმელი მიუტანეს.

აღნიშნული ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაია კვეზერელმა კასპის შშმ პირთა ასოციაციის წარმომადგენელთან დავით პარკაძესთან ერთად განახორციელა.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა და დავით პარკაძემ, ასოციაციის თავმჯდომარეს მაია კვეზერელს შშმ პირებზე მზრუნველობისათვის მადლობა გადაუხადეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები