ახალი ამბები
გარეჯვარში ნინიკაშვილების ოჯახს გამათბობელი და სახლის სარეაბილიტაციო მასალები გადაეცა
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე და გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლები სოციალურად დაუცველ ნინიკაშვილების ოჯახს ესტუმრნენ და თავისი ინიციატივით საჩუქარად გაზის გამათბობელი გადასცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გუბერნატორის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამათბობლის გარდა, ოჯახს სხვა დახმარებებიც გაეწევათ:

,,კერძოდ, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ოჯახი სახლის რეაბილიტაციისთვის გამოეყოთ საჭირო სამასალე ხე ჭერის, იატაკისა და კარ–ფანჯრებისთვის, ასევე გადაეცემათ წყლის ელექტრო ტუმბო, რაც მოუგვარებთ სასმელი წყლის პრობლემას." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ნინიკაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ცხოვრობს. ბავშვებს დედა გარდაეცვალათ და მცირეწლოვან გოგონას საოჯახო საქმეებზე ზრუნვა უწევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები