გორში ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების
მონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშოები უკვე დასრულდა მშვიდობის გამზირზე.
ამჟამად მიმდინარეობს ყოფილ გორკის ქუჩაზე, რომელსაც 2008 წლის
აგვისტოს მერე შეეცვალა სახელი და ძმები რომელაშვილების ქუჩა ეწოდა.
წლის ბოლომდე კი აბრები კიდევ 13 ქუჩაზე დამოტაჟდება.
მთლიანობაში ქალაქის 15 ქუჩაზე დამონტაჟდება 1115 აბრა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ქუჩები 2 კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა.
ესაა სახელგადარქმეული და ახლადრეაბილიტირებული ქუჩები.
სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნიუტონი“ ასრულებს.
პროექტის ღირებულება 12 711 ლარია. ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
ფინანსდება.
სტატიის გამოყენების პირობები