ახალი ამბები
სოფლის პროგრამით კავთისხევის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სამუსიკო სკოლის - ორსართულიანი შენობის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადენლის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, "სოფლის მხადრაჭერის პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება.

სამუსიკო სკოლის რემონტზე შპს "ჰორიზონტი" მუშაობს  და  97 830 ლარს ითვისებს.

პროექტით გათვალისწინებულია კარ-ფანჯრების, იატაკის და ელექტრო გაყვანილობის შეცვლა, წყალმომარაგების, გათბობის, გაზმომარაგების, სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

სკოლის შენობის განახლება, რომლის საგარანტიო ვადა 2 წელია, ნოემბრის თვეში დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები